რომან გოცირიძე: ალფა-ბანკის საქართველოში შემოსვლა დაუშვებელია

gociridzeრუსული პრესის ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის საბანკო გიგანტი ალფა-ბანკი შემოდის. იგი 1999 წ. დაარსდა. ბანკის აქციების 99%-ზე მეტს კომპანია АБ Холдинг-ი ფლობს, ხოლო დარჩენილ ნაწილს -კვიპროსული ALFA CAPITAL HOLDINGS LIMITED. 2015 წლის მონაცემებით, ალფა-ბანკი 255,000 კორპორატიულ კლიენტსა და 13,6 მილიონ ფიზიკურ პირს ემსახურება.
„თაიმერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ალფა-ბანკის საქართველოში შემოსვლა არის დაუშვებელი. მისი თქმით, იგი არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რადგან საქმიანობას ეწევა აფხაზეთში. „ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როგორც „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის ყიდვისას მოხდა. მთავრობამ არ მოახდინა მაშინ რაიმე რეაგირება და ეს საკანონმდებლო ვააკუუმს გადააბრალა. ახლა ყველაფერი ეროვნული ბანკის ხელშია. მარტივად შეუძლია უარით გაისტუმროს. არ უმართლებს ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელობას. ყოველთვიურად უწევთ იმის მტკიცება, რომ არიან მთავრობისგან დამოუკიდებლები. აგერ, ბედი ასეთ მარტივ შანს აძლევს“, -თქვა გოცირიძემ.

abkhazia-bankomat2
აღსანიშნავია, რომ ბანკომატით სარგებლობის სერვისი აფხაზეთისთვის არის ახალი ხილი. აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ 2 ბანკომატი- გაგრაში და სოხუმში, რომლებიც ემსახურებიან რუსული საბანკო ბარათების მფლობელებს, მათ შორის ალფა-ბანკის კლიენტებს.

banner
წინა სტატიაშიალასკაზე მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაგურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს