რომან გოცირიძე 2017 წლის ბიუჯეტს არალეგიტიმურს უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე, 2017 წლის ბიუჯეტს არალეგიტიმურს უწოდებს.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტს ჯერ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უნდა მიეღო, შემდგე კი მომავალი წლის მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი უნდა დაემტკიცებინა.

“ეს ბიუჯეტი არის არალეგიტიმური. აქ არის ელემენტარული დაუდევრობა, ვინაიდან უმრავლესობას ყველაფერი გასდის. არ დაუკვირდნენ იმას, რომ ჯერ უნდა მიეღოთ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და შემდეგ კანონის შესაბამიასად მომავალი წლის ბიუჯეტი. არ დაუკვირდნენ რადგან მათ კანონდარღვევა არ მიაჩნიათ დასჯად საკითხად. როდესაც 180 მილიონით გადააჭარბა ფინანსთა მინისტრმა სახაზინო ვალდებულებების ემისიას, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. ეს ისჯება ადმინისტრაციული სისხლის სამართლებრივი წესით.“-განაცხადა როან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არც უშიშროების საბჭოს მდივანი ჩაერთვება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელმაც საკონსტიტუციო კომისიაში უნდა იმუშაოს