რომან ბეზსმერტნი უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის

უკრაინელი პოლიტიკოსი და დიპლომატი რომან ბეზსმერტნი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება – ამის შესახებ პოლიტიკოსმა კიევში 29 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა. “მართლაც ვიყრი კენჭს. უკვე მკითხეთ და გპასუხობთ. როცა დრო დადგება, შესაბამის დოკუმენტებს გავაფორმებ” – თქვა ბეზსმერტნიმ. პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში არაფერია ისეთი, რომელსაც რეფორმა და შეკეთება სჭირდება. “მეტ შემთხვევაში ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები. ახალი ინსტიტუტებია საჭირო” – თქვა მან.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიThe Times-ი გაეროს გამოუქვეყნებელ მოხსენებაზე წერს, რომელიც ლტოლვილების მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება
შემდეგი სტატიაგერმანიის პრეზიდენტმა უკრაინაში მტკივნეული რეფორმების აუცილებლობაზე განაცხადა