მეუფე იაკობი არაბული ქალაქის მშენებლობის მომხრეა. ამის შესახებ სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ამის მიუხედავად, მეუფემ თქვა, რომ არაბების ჩამოსახლებას საქართველოშ თავად ეკლესია არ დაუშვებს.
“იძახიან, რომ არაბიზაცია და თან მეუბნები, რომ გამოდი და დამიდექი მე. რატომ დაგიჯერო? რომ ვხედავდე არაბიზაციის საფრთხეს, არ ვიტყოდი? გარეთ არ გამოვიდოდით, ჯერ იმასთან მივიდოდით. მე ხომ მოგიყევით, სირიის ომი დაწყებული არ ჰქონდათ რას აპირებდნენ, მიწები რომ ჰქონდათ მიცემული. ზუსტად ეს მთავრობა იყო. მე გამიშვა უწმინდესმა, დაველაპარაკე იმას. ხოდა, არ მისცეს საშუალება, რომ აშენებულიყო. ეკლესია არ დაუშვებს, რომ ვიღაცაეები შემოასახლოს აქ. ჩვეულებრივ არის, ვირაცა აქამდეც ყიდულობდა ბინას და მერეც იყიდის, მთავარია, ერთმანეთს გავფრთხლდეთ”, – თქვა სასულიერო პირმა.
















