რომ წარმომედგინა, უკრაინაში მალე ამ მასშტაბის ომი იქნებოდა, არსად წავიდოდი – მიხეილ სააკაშვილი

„ბევრი კითხულობს, როგორ მოხდა, რომ ისტორიის ასეთ გადამწყვეტ მომენტში მე კიევში კი არა, ქართულ ციხეში ვარ. რა თქმა უნდა, რომ წარმომედგინა, უკრაინაში მალე ამ მასშტაბის ომი იქნებოდა, არსად წავიდოდი“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი
პუტინი უკრაინელებს ციმბირსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს – The Inde…
კონფლიქტები 14:48
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
პუტინი სანქციებზე: ბლიცკრიგი, რომელსაც დასავლეთი იმედოვნებდა, არ შედგა
უცხოეთი 53 წუთის წინ
„შარშან შემოდგომაზე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე მთლიანად კრემლის კონტროლის ქვეშ იყო. ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება საფრთხის ქვეშ ჩავიგდე და ქართული ოპოზიციის დასახმარებლად წავედი, რომელსაც, მიუხედავად გაყალბებული არჩევნებისა, რეალურად მაშინაც უჭერდა მხარს მოსახლეობის უმრავლესობა.

მას შემდეგ ბრძოლა არ შეწყვეტილა და ეს გამოიხატება იმით, რომ ქართველების თითქმის 90% უკრაინას უჭერს მხარს და პუტინის მომხრე მთავრობა სრულ იზოლაციაშია. მაგრამ ძალიან მიჭირს, რომ მთელი ჩემი გამოცდილებითა და საერთაშორისო კავშირებით, განსაკუთრებით მსოფლიო მედიაში, ზელენსკისთან და მის გუნდთან ახლოს ვერ ვიქნები.

დიახ, ვწერ სტატიებს სხვადასხვა საერთაშორისო მედიისთვის, წერილებს ჩემი ნაცნობი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ეს არის 10% იმისა, რისი გაკეთებაც შემეძლო.

ამავდროულად, ჩემი აქ ყოფნა აჩქარებს პრორუსული ხელისუფლების პროუკრაინულით ჩანაცვლების პროცესს. ამას აუცილებლად მივაღწევთ უახლოეს მომავალში. შემდეგ კი შევძლებ ჩემს სახლში დაბრუნებას.

მე მჯერა და ვლოცულობ ყოველდღე უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინისა და ცივილიზაციის საბოლოო გამარჯვებისთვის“, – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდონბასში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – ვლადიმერ პუტინი
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის გამო, ვარკეთილში ორ ქალს ხე დაეცა