“რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ? ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს?”- დაპირისპირება პარლამენტში “ევროპულ საქართველოსთან” გაგრძელდა

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე ენმ -ს წევრები აღარ დაბრუნებულან. თუმცა დებატები მმართველ გუნდთან “ევროპულმა საქართველომ” გააგრძელა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და თქვა, რომ „ოცნებამ“ ძალადობა წაახალისა.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, მმართველ გუნდს არ უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია მწვავე იქნება შეფასებებში და კითხვებსაც დასვამს.

„მოგიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოაწყოთ აქ? და რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ა, ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? გინდათ ძაან 90-იანებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ რომ სულ გამარჯვებულ მხარეზე იქნებით? მაგრად ცდებით. ჩვენ მხარესაც უნდა იყოს შეიარაღებული რაზმები? ამისკენ მოგვიწოდებთ? ვერ გავიგე? აბა როგორ იქნება სხვანაირად? დღეს თქვენ გყავთ სხვანაირი ოპონენტები. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის რომ აქამდე მიიყვანოთ ვითარება. დროზე გამოიბერტყეთ ყური და დავჯდეთ საარჩევნო რეფორმაზე,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველმა გუნდმა კი „ევროპული საქართველო“ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„მელია ჩაწერეთ მშვიდობის მტრედებში. ესეთი კრეატივიზმი არ ყოფილა აქ განცხადებებში. მოგიწოდებთ ცოტა სამართლიანები იყავით და მელის გადაფუთვას მოეშვით. მელიას გადაფუთვით ისევ მელიას მიიღებთ. ნუ უკეთეს შემთხვევაში სააკაშვილს. რა რიგ გარეშე არჩევნები და რა დესტაბილიზაცია. ყველაფერი გაგრძელდება მშვიდად. მელიამ რამდენიც არ უნდა იყვიროს და რამდენიც არ უნდა მოაწყოს აქ ჯამბაზური დებოშები ვერაფერს ვერ შეცვლის. ეს არის მისი ხელმძღვანელის მიმართ რაღაც კეკლუცობა,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” მელიას გადამფუთი პარტია გახდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო, ემკურნალა, წყალი დაელია ან ჰაერზე გასულიყო. მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან “ქართული ოცნების” დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან, რომ დიდი სხვაობით დამარცხდნენ და რაც მათ რჩებათ არის ის, რომ მხარდამჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ”
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – არ ვთვლი, რომ დღეს პარლამენტში რამე განსაკუთრებული მოხდა