ის, რომ თურმე ვიღაცა საზღვარზე გაიპარა, პასპორტი დატოვა, – ძალიან არასეიოზული პასუხია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2017 16:18

ის, რომ თურმე ვიღაცა საზღვარზე გაიპარა, პასპორტი დატოვა, – ძალიან არასეიოზული პასუხია

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადეკვატური პასუხი გვინდა მოვისმინოთ ხელისუფლებისგან ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვისმინოთ რეალური პასუხი და არა თავის არიდებით ნათქვამი პასუხები. თუ გეშინია იყო ხელისუფლებაში, აიღო პასუხისმგებლობა, მაშინ უნდა წახვიდე”, – ასე ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტალის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლიბერალური აკადემია – თბილისის” ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში.

მისი თქმით, ის განცხადებები, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საქმესთან დაკავშირებით აკეთებენ, ბევრს მისცმეს იმის საშუალებას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, თქვან, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას გაურბის.

“ის, რომ თურმე ვიღაცა საზღვარზე გაიპარა, პასპორტი დატოვა, – ძალიან არასეიოზული პასუხია. სამწუხაროდ ეს პასუხი ბევრს მისცემს საშუალებას, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ, თქვან, რომ, რადგან თავს არიდებენ პასუხს ე.ი. რაღაცნაირად მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ეს არის ყველაზე ცუდი განვითერება ამ მოვლენების. თუ არ შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა, იმაზე რაც ხდება ქვეყანაში და გინდა დააბრალო რომ საზღვარი მორღვეულია, ხან გაგიჟდა ვიღაცა, ხან თქვა, რომ ჟურნალისტი არ არის და ასე არასერიოზულად გინდა გასცე პასუხები ამ გამოწვევებს, მე ძალიან ცუდად მენიშნება ეს. მახსენდება სხვა დრო, როდესაც ცუდად ამთავრებდნენ უპასუხისმგებლო ხელისუფლებები თავის კარიერას და ეს არის ძალიან სამწუხარო. ამას არ ვლაპარაკობ ბედნიერი და გახარებული პოზიციიდან, მე ამას ვამბობ აბსოლუტურად რეალური და ძალიან შეწუხებული პოზიციიდან”,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2017 16:18

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics