„ის, რომ თითქოს, სუს-ი თავს არიდებს ანგარიშის წარდგენას, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

სესიაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა და ის, რომ სუს-ი თავს არიდებს ანგარიშის წარდგენას, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.
„ბატონ ვახტანგ გომელაურთან კომუნიკაცია მქონდა. მასაც აქვს თავისი გეგმები. ის აშშ-ში მიემგზავრება საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტით, თუმცა უახლოეს ხანებში გვეცოდინება, კონკრეტულად, როდის წარადგენს ანგარიშს. ვფიქრობ, ის სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია ეწევა, თითქოს, უსაფრთხოების სამსახური თავს არიდებს ანგარიშის წარდგენას, უშუალოდ არის პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი და ჩვენი საზოგადოება მალე გაეცნობა იმ ანგარიშს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. ყველას გავახსენებ გუშინდელ ამბავს, როდესაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქედს იხრის ქართველი სპეცსამსახურების წარმომადგენლების წინაშე, სერიოზული სპეცოპერაციის ჩატარების გამო. სამწუხაროდ, ამ ფაქტზე მგონი არავის გაუმახვილებია ყურადღება ჩემს გარდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
banner
წინა სტატიაში„პარლამენტის წევრთა ნაწილი, არათუ ახლა, არამედ საერთოდ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ უჭერს მხარს”
შემდეგი სტატია“მე და თავდაცვის მინისტრს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს“