რომ საუბრობთ არასამთავრობოებზე, მედიაზე, ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს – დეკანოიძე

ხატია დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს მწვავე კითხვებით მიმართა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე მსჯელობენ.

ხატია დეკანოიძეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.

“ფარცხალაძე რომელიც წავიდა, აიღო რუსული პასპორტი, ადამიანებს არაფერი გაუგიათ, გენპროკურორი იყო თუ არა მართლა რუსეთის ჯაშუში, თქვენ ახლა ამ ძალის წარმომადგენელი გამოდიხართ და საზოგადოებას უმტკიცებთ, რომ გაინტერესებთ გამჭვირვალობა.

როდესაც თქვენ გაინტერესებდეთ უცხო ქვეყნის გავლენა ამ ქვეყანაში და მართლა გამჭვირვალობაზე ზრუნავდეთ, მაგალითად, ყოველდღიურად არ არსებობს დღე, როდესაც არ გავა მოსამართლეების მიერ უდიდესი ქონების დაგროვების ფაქტები. რომ აკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას, დაინტერესდით თუ არა, საიდან დააგროვა მურუსიძე-ჩინჩალაძე-მიქაუტაძემ ამხელა ქონება.

რომ საუბრობთ არასამთავრობოებზე, მედიაზე, ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს,“ – მიმართა ხატია დეკანოიძემ მდინარაძეს.

banner
წინა სტატიაშიაქციას სტუდენტები შეუერთდნენ
შემდეგი სტატიახელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უღალატა – კახა კინწურაშვილი