“რომ დამცინოდით, ორი “პაჩკა” სიგარეტიო, იგივე პრობლემა მაქვს” – სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სთხოვს

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

„მე თუ ვინმე მხარს დამიჭერს, ვიქნები მხოლოდ მადლიერი, მაგრამ მე ვერ გაგცემთ პასუხს სხვის მაგივრად, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ,“ – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასა და ქართული ოცნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გააკეთა.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ საარჩევნო მარათონში ერთვება.

სალომე ზურაბიშვილი ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისგან ითხოვს.

„რაც ეხება ფინანსებს, ვიცი, რომ მასშტაბი სხვა არის, მაგრამ იგივე პრობლემა მქონდა, როცა დამოუკიდებელ კანდიდატად ვაყენებდი ჩემს კანდიდატურას. ამიტომ იყო, რომ დამცინოდით, რომ ორი „პაჩკა“ სიგარეტი და რატომო და როგორ… იმიტომ, რომ აუცილებელი არის, ასეთ კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა. ვიცი ამ მოსახლეობის სიდუხჭირე და პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ეს ჩართულობა თავიანთი ძალიან მცირე სახსრებით, არის იმის ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენს გვერდით იქნებიან. ამიტომ დღეს ამ განცხადებას ვაკეთებ, რომ მე ვითხოვ მხარდაჭერას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება შეუძლია ბიზნესსაც.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი მეგობრები, დასავლელი პარტნიორები ჩვენთან ერთად არიან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა იურიდიულად, სამართლებრივად დაკარგავს საკუთარ ტერიტორიებს