16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

“რომ არა ბიძინა, ტალახს ამოზელდით გობში” — ნინო ჯღარკავა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის დაცვას ცდილობს.

„ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებეთ ყველამ და თქვენს მოქაქულზე იფიქრეთ, ასემც კოხტად! რომ არა ბიძინა, ტალახს ამოზელდით გობში“, — წერს ჯღარკავა.

ჯღარკავას ეს განცხადება მოჰყვა პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ სკანდალურ პოსტს, სადაც ის ივანიშვილის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. ღარიბაშვილის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს წერილი, სადაც კორუფციის მორიგი საქმის აღიარებას ან საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას სთავაზობენ.

ექსპრემიერის განცხადებით, მას სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ „წინ აღუდგეს ღირსების შემლახავ ბოროტებას“. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ხვალ ვრცელ მიმართვას გავრცელებს, ხოლო მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ანგარიში: საქართველო ჩინური საქონლის უკანონო გადამისამართების რისკის შემცველ ქვეყნებს შორის დასახელდა
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დავიწყების ფასად რომელიმე მიმართულებით სვლას ითხოვს, მოღალატეა