Rolling Stones-ი კუბაში უფასო კონცერტს ჩააატრებს

Rolling Stonesბრიტანული ლეგენდარული როკ-ჯგუფი Rolling Stones კუბაში ჩავიდა, სადაც დღეს უფასო კონცერტს ჩაატარებს – ეს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდი კონცერტი იქნება.
მიმდინარე კვირას “თავისუფლების კუნძულს” ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია, რომელმაც ორ ქვეყანას შორის “ცივი ომის” დასასრული დააანონსა.
Rolling Stones-ის კონცერტი Ciudad Deportivo-ს სტადიონზე ჩატარდება.

კუბას ხელისუფლება ათეული წლების მანძილზე ადგილობრივ ახალგაზრდებს როკ მუსიკის მოსმენისთვის დევნიდა, ბევრი მათგანი დასავლურ მუსიკას მალულად უსმენდა.
“დრო ყველაფერს ცვლის” – განაცხადა Rolling Stones-ის ლიდერმა, მიკ ჯაგერმა ჰავანას აეროპორტში.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს
შემდეგი სტატიაბელგიაში ტერორისტული საფრთხე მესამე დონემდე დაწიეს