როლანდ ფიფია: სამეგრელოს, მეგრელი – კოლხი კაცის უდიდესი და გამორჩეული თვისებაა სამართლიანობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2020 16:16

როლანდ ფიფია: სამეგრელოს, მეგრელი – კოლხი კაცის უდიდესი და გამორჩეული თვისებაა სამართლიანობა

მარტვილი-ჩხოროწყუ-აბაშისა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” როლანდ ფიფია ამომრჩეველს მიმართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი, მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებს და გატარებულ რეფორმებს იხსენებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ პრიორიტეტულ პროექტებზე საუბრობს,რომელიც დაწყებულია და ამ დრომდე არ დასრულებულა. მისივე თქმით პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება და სოფლის მეურნეობა იქნება.
“რატომ ისევ მე? – პასუხი მარტივია – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა კარგად იციან ჩემი დაუღალავი შრომის და თავდადების შესახებ და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაც ამ გააზრების შედეგია; – იმიტომ რომ უამრავი საქმეა გასაკეთებელი”- ასე მიმართავს მარტვილი-ჩხოროწყუ-აბაშისა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” როლანდ ფიფია ამომრჩევლებს. როგორც ფიფია აღნიშნავს, მაშინ, როცა მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა, ამის მიუხედავად კი საქართველომ აღმშენებლობა დაიწყო. მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ამომრჩეველს იმ განხორციელებულ პროექტებს ახსენებს, რომელიც მისი მაჟორიტარობის პერიოდში ოლქში განხორციელდა.

“რა გაკეთდა მაშინ როცა დეპუტატი ვიყავი: – ჩვენ, საქართველო იყო დიდი გამოწვევების წინ. გახსოვთ ყველას რუსების აგრესია. ამის მიუხედავად 2009 წლიდან კვლავ დაიწყო აღმშენებლობა.
– დაიგო ასობით კილომეტრი შიდა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. დღეს ცოტას ახსოვს რომ ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან წალენჯიხაში ჩასასვლელად საათზე მეტი იყო საჭირო. ჯვარი წალენჯიხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა;
– დაიწყო წალენჯიხის წყალმომარაგების და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პროექტები. გაზგაყვანილობისთვის მილებიც კი იყო მოზიდული 2012 წელს;
– ასობით ახალგაზრდას უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიეცა სამთავრობო დაფინანსებით და გრანტებით;
– 2000-ზე მეტ წალენჯიხელს დაუფინანსდა გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები;
– განხორციელდა არაერთი სასოფლო სამეურნეო პროგრამა;
– შესაბამისად ქართული სახელმწიფოს წარმატება 20008-2012 წლებში იყო ასევე ჩემი და თითოეული წალენჯიხელის წარმატებაც;
რატომ ისევ მე? – პასუხი მარტივია – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კარგად იციან ჩემი დაუღალავი შრომის და თავდადების შესახებ და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაც ამ გააზრების შედეგია;
– იმიტომ რომ უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
– ჩვენ ორ წელიწადში სრულად დავასრულებთ წალენჯიხის გაზიფიცირებას;
– დაიწყება სქურის უნიკალური პროექტი და სქურის წყლის ჩამოსხმისათვის შესაბამისი სამუშაოები;
– ჯერ კიდევ 2013 წლისთვის იგეგმებოდა უნიკალური პროექტის დაწყება ლუგელაში, რომელსაც დავიწყებთ მომავალ წელსვე;
– 2014 წელს უნდა დასრულებულიყო ლებარდეს პროექტი და ეს პროექტიც დაიწყება მომავალ წელს, რითაც შეიკვრება სქური-ლუგელა- ლებარდეს ტურისტული კვანძი;
– აბაშაში, რომელიც საკუთარი აგრარური პოტენციალით თვით საბჭოთა პერიოდში იყო გამორჩეული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სასურსსათო- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მომარაგების უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდება.
– პარადოქსია, რომ ქართულ ბაზარზე არ არის ჯოგის ყველი მაშინ, როდესაც ამის უდიდესი ტრადიციაა წალენჯიხაში. მუხურის თაფლს კი თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს განცვიფრება.
-განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მარტვილის ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს და ამისთვის მუშავდება კონკრეტული პროექტები;
-აბაშელ ახალგაზრდებს და მის გამოცდილ მოსახლეობას კი განვითარების ახალი ასპარეზი უნდა გაეხსნას; “-აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მისივე განცხადებით, სამეგრელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აქვს და ყველა ადამიანის ვალია მას მხარი დაუჭირონ.
“სამეგრელო, მეგრელი – კოლხი კაცის უდიდესი და გამორჩეული თვისებაა სამართლიანობა. ამის დასტურად გამოდგება ჩვენი კუთხის დამოკიდებულება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ. ის ადამიანებიც კი, რომლებიც არ იზიარებდნენ მის პოლიტიკურ შეხედულებას, იმის გამო, რომ ბატონო ზვიადი უსამართლოდ განდევნეს ქვეყნიდან, მის დასაცავად დადგნენ.
დღესაც, სამეგრელო ყველაზე უკეთ გრძნობს დევნილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანადგომის აუცილებლობას. ამიტომ ყველა მისი თანამებრძოლის და ყველა სამართლიანი ადამიანის ვალია მხარი დაუჭიროს მას, მხარი დაუჭიროს საქართველოს. სამეგრელოში უნდა გათენდეს! საქართველოში უნდა გათენდეს!”-განაცხადა ფიფიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2020 16:16