მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ოლქის – აბაშელი, მარტვილელი, ჩხოროწყუელი, წალენჯიხელი ამომრჩევლების და სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე. მე მზად ვარ ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ ჩემს ამომრჩეველთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. წინ უდიდესი გამოწვევებია – სამეგრელო და ჩემი ოლქი გამოსაყვანია უდიდესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან და მე ამ ბრძოლოს წინა ხაზზე ვიქნები. თითოეული ოჯახი ძალიან მალე იგრძნობს საკუთარ სიძლიერეს.სამეგრელოში უნდა გათენდეს!-განაცხადა როლანდ ფიფიამ ჟურნალისტებთან საუბარში. მისივე თქმით, საქართველო იყო დიდი გამოწვევების წინ. გახსოვთ ყველას რუსების აგრესია. ამის მიუხედავად 2009 წლიდან კვლავ დაიწყო აღმშენებლობა. დაიგო ასობით კილომეტრი შიდა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. დღეს ცოტას ახსოვს რომ ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან წალენჯიხაში ჩასასვლელად საათზე მეტი იყო საჭირო…
კოლხი კაცის უდიდესი და გამორჩეული თვისებაა სამართლიანობა. ამის დასტურად გამოდგება ჩვენი კუთხის დამოკიდებულება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ. ის ადამიანებიც კი, რომლებიც არ იზიარებდნენ მის პოლიტიკურ შეხედულებას, იმის გამო, რომ ბატონო ზვიადი უსამართლოდ განდევნეს ქვეყნიდან, მის დასაცავად დადგნენ.
დღესაც, სამეგრელო ყველაზე უკეთ გრძნობს დევნილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანადგომის აუცილებლობას. ამიტომ ყველა მისი თანამებრძოლის და ყველა სამართლიანი ადამიანის ვალია მხარი დაუჭიროს მას, მხარი დაუჭიროს საქართველოს. სამეგრელოში უნდა გათენდეს! საქართველოში უნდა გათენდეს!”-განაცხადა ფიფიამ.