როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა

ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია.

„როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით ზვავში ჩარჩენილების დასახმარებლად მაშველები მივიდნენ, მათ ადამიანების ამოყვანა უვნებლად შეძლეს.

ამჟამად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი ტევადობის მანქანების გადაადგილება აკრძალულია. ამჟამად იქ რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას 92 მანქანა ელოდება. ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა, სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს