“ამ ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ რეალური პრობლემები აქვს, რის გამოც მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ის მშვიდობას მიაღწევს. უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, თავისი მიწები დაუთმოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმერ პუტინს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა და განლაგება მისი მთავრობისა და ხალხის სუვერენული არჩევანია. პუტინისთვის მიცემული ნებისმიერი გარანტია არ უნდა აჯილდოებდეს მის ბოროტ საქციელს და ძირს არ უნდა უთხრიდეს როგორც შეერთებული შტატების ისე, მოკავშირეების უსაფრთხოებას. კერძოდ, ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის კონტროლის მიღწევა სერიულ მატყუარასთან და მკვლელთან, როგორიც პუტინია, დიდი სკეპტიციზმით უნდა აღვიქვათ.“ | წერს აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი.
უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. მოგვიანებით, ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და თქვა: “ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი… 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – უკრაინა გადამწყვეტი არჩევანის წინაშეა”

















