11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

„როიტერის” ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ–მინისტრი მიმდინარე კვირის ბოლოს ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს

„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სანაე ტაკაიჩი მიმდინარე კვირის ბოლოს ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს და ეროვნულ არჩევნებს დანიშნავს.

ამავე ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს, მიიღოს საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რათა ქვეყნის მმართველ ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაზე გავლენა გააძლიეროს და კოალიციის მყარი უმრავლესობა მოიპოვოს.

არჩევნები ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფასების ზრდა საზოგადოების მთავარი საზრუნავია, ამჟამინდელ ხელისუფლებას კი მთავარ პრიორიტეტად აქვს უსაფრთხოების სტრატეგიის გაძლიერება, რაც თავდაცვის ხარჯებს გაზრდის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 45%-მა მთავარ საზრუნავად დაასახელა ფასები, 16%-მა კი – დიპლომატია და ეროვნული უსაფრთხოება.

ცნობისთვის, სანაე ტაკაიჩი იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს. იაპონიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნული თანამდებობა ქალმა დაიკავა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით
შემდეგი სტატია,,დაიცავი განათლება!”- 24 იანვარს ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება