„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს

ევროკავშირი ოფიციალური მოსკოვის მიმართ დაწესებული სანქციების შეცვლას გეგმავს და რუსული წამყვანი ბანკების იმ ზოგიერთ სახსრებს დაუშვებს, რომლებიც შესაძლოა, საჭირო გახდეს საკვებითა და სასუქებით გლობალურ ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შესამსუბუქებლად. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვება აფრიკელი ლიდერების კრიტიკას ვაჭრობაზე სანქციების ნეგატიური გავლენის თაობაზე, რამაც გააძლიერა დეფიციტი, ძირითადად, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.

შეცვლილი რეგულაციების მიხედვით, რომელსაც ევროკავშირის ელჩები მიიღებენ ოთხშაბათს, ევროპული გაერთიანების ქვეყნებს შეეძლებათ, შეამსუბუქონ ის ბლოკირებული ეკონომიკური რესურსები, რომლებსაც ტოპ რუსი კრედიტორები – „ვითიბი“, „სოვკომბანკი“ „ნოვიკომბანკი“ „ოტკრიტიე ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „ბანკ რასია“ და „ვები“ ფლობდნენ.

„როიტერის“ ცნობით, ცალკე, ახალი სანქციების პირობებში, უმსხვილესი რუსული „სბერბანკი“ ასევე დაექვემდებარება მისი აქტივების გაყინვას, საკვებით ვაჭრობისთვის საჭირო რესურსების გარდა.

ევროკავშირის დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ ფული შეიძლება გამოიყოს „მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ასეთი სახსრები ან ეკონომიკური რესურსები აუცილებელია სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქების შესაძენად, იმპორტისთვის ან ტრანსპორტირებისთვის“.

განახლებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი ასევე გეგმავს, ხელი შეუწყოს სურსათის ექსპორტს რუსეთის პორტებიდან, რომლის მომსახურებაც შეწყვიტეს მოვაჭრეებმა ევროკავშირის სანქციების შემდეგ, იმ ზომების მიუხედავად, რომელიც სურსათის ექსპორტს ცალსახად ათავისუფლებს.

წინა სტატიაშიწერილი რომ წავიკითხე, აი სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი – ელისაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში უკვე არსებული ყველა კანონი თუ შესრულდება, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ წარმოადგენს აუცილებლობას – ინჯია