8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“როიტერი” – ვატიკანი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ვატიკანი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“.

ამასთან, პაროლინმა აღნიშნა, რომ კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.

„ერთ-ერთი, რის გამოც შეშფოთებული ვართ, ის არის, რომ საერთაშორისო დონეზე სწორედ გაერო უნდა მართავდეს ასეთ კრიზისულ სიტუაციებს. ეს ერთ-ერთი პუნქტია, რასაც დაჟინებით ვითხოვდით“, – განაცხადა პაროლინმა.

იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები გეგმავენ, 19 თებერვალს ვაშინგტონში დაგეგმილ სხდომას დამკვირვებლების სტატუსით დაესწრონ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაპერუს პრეზიდენტს თანამდებობა დაატოვებინეს – კონგრესის გადაწყვეტილება