5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

„როიტერი“ – თურქეთი კვიპროსში ავიაგამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს

თურქეთი კვიპროსში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

საკითხთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგება ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც კვიპროსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განიხილება.

მანამდე, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ კვიპროსს თავდაცვისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებს გაუგზავნიან. 2 მარტს კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის ავიაბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში კულტურის სახლის პროექტირებას იწყებს
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე – აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს