„როიტერი“ – რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მანევრებში 40-ზე მეტი საბრძოლო გემი, ასევე 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენები ჩაერთვებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამეთაურო გემი „მარშალ კრილოვი“, ასევე ფრეგატი „მარშალ შაპოშნიკოვი“, დიდი ნავსაწინააღმდეგო გემები და კორვეტები.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გემები ავიაციასთან ერთად პირობითი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების სამძებრო ოპერაციებს ჩაატარებენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა რუსული საავიაციო ქარხნები „შავ სიაში“ შეიყვანა
შემდეგი სტატიარუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი გარდაიცვალა