„როიტერი“ – გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს

გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუსულ რუბლში გახსნის უფლება მისცეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე. წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა.

ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ეს საკითხი ევროკომისიასთან განიხილა და მიიღო განმარტებები, თუ როგორ უნდა იყიდონ რუსული გაზი ლეგალურად.

როგორც „როიტერი“ წერს, ბრიუსელმა გამოაქვეყნა ორი წერილობითი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსული გაზის შეძენა სანქციების დარღვევის გარეშე. მედიის წყაროების ცნობით, ბრიუსელის მიერ შეთავაზებული ლეგალური მარშრუტი ბუნდოვანია და კომპანიებს ურჩევენ არ გახსნან რუბლის ანგარიშები „გაზპრომბანკთან“.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ინსტრუქციები ბიზნესისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებს შეეძლებათ ბუნებრივი აირის შეძენა, ზოგს კი არა, საფრთხეს უქმნის ევროპის ერთიანობას რუსეთის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დაზვერვა – თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, მათი დაზვერვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა