როიტერი – „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ნაწილის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა

„როიტერის“ განცხადებით, ისინი გაეცნენ „გაზპორმის“ მიერ 14 ივლისით დათარიღებულ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგანგებო გარემოებების გამო, კომპანიას არ შეუძლია მიწოდებასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებების შესრულება.

როგორც მედია წერს, მასში ნათქვამია, რომ პუნქტი ფორსმაჟორის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებას, ძალაში შესულია 14 ივნისიდან და ათავისუფლებს მას ყოველგვარი კომპენსაციის გადახდისგან.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, საუბარია გაზის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით, რომელიც გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.

კომპანია „გაზპრომში“ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 ივლისამდე არის შეჩერებული, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შიშობენ, რომ მისი სრული დატვირთვით ამოქმედების თარიღმა შესაძლოა, გადაიწიოს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება
შემდეგი სტატიაჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ტყუილია – მდინარაძე