Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოკითხვაში დემოკრატების დაახლოებით 32%-მა თქვა, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ, ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე. ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ მთავრობაში იმუშაოს.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რომელიც იანვარში ჩატარდა, დემოკრატების 49%-მა განაცხადა, რომ ბაიდენმა 2024 წელს აღარ უნდა იყაროს კენჭი.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1 070-მა მოქალაქემ.