2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

„როიტერი“ – გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის

,,როიტერის” ინფორმაციით, გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის.

„უმაღლესი კომისარი, ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტურად საშინელებაა“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ კონფლიქტის სისასტიკის არსს. ამასთან, მისივე თქმით, ვოლკერ ტურკმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. შამდასანიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ტურკის ოფისს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა დარტყმა ომის დანაშაულს.

ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა გაერთიანებულ საამიროებში საკუთარი ბაზების დაცვა დაიწყო
შემდეგი სტატიაევროკომისია: რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადებისთვის ნებისმიერ საბაბს იყენებს