6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

„როიტერი“: ერაყის ქალაქ კირკუკზე თავდასხმის შედეგად, სახალხო მობილიზაციის ძალების, „ჰაშდ ალ-შააბის“ სამი მებრძოლი დაიღუპა

„როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კირკუკზე განხორციელებულ დარტყმას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების, „ჰაშდ ალ-შააბის“ სამი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.

ყოფილი პარამილიტარული კოალიცია, რომელიც ამჟამად ერაყის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილია, თავდასხმაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის შემდეგ, კვამლი ამოდიოდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბბინიდანაც.

banner
წინა სტატიაშილიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო წირვას აღავლენს