„როიტერი“ – დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა, –
ამის შესახებ „როიტერი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომელმაც, სააგენტოს ცნობით, ანონიმურად ისაუბრა.

„პრეზიდენტი ტრამპი ნათლად აცხადებს, რომ ის ფოკუსირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ ამ მიზნისადმი ერთგულნი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის ხელს უწყობს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, დახმარების შეჩერება შეეხება ყველა სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის. მათ შორისაა იარაღი, რომელიც ტრანზიტშია და პოლონეთის საწყობებშია.

მედია აღნიშნავს, რომ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიიღო.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ მიღწეულია ახალი შეთანხმება, წიაღისეულის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, უკრაინისა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის
შემდეგი სტატიაზელენსკი: ძირითადი სცენარი არის პოზიციების შენარჩუნება და სათანადო დიპლომატიისთვის პირობების შექმნა, რათა მივაღწიოთ ამ ომის რაც შეიძლება სწრაფ დასრულებას სამართლიანი მშვიდობით