ბოსფორის სრუტეში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთ ტანკერზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ძრავის განყოფილებაში ხანძარი გავრცელდა.
როგორც „როიტერი“ იუწყება, მიმდინარეობს ბორტზე მყოფი 25 პირის ევაკუაციისთვის სამაშველო ოპერაცია. ტანკერი ნოვოროსიისკის პორტისკენ მიემგზავრებოდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება „გარე ფაქტორმა“ განაპირობა, ვარაუდობენ, რომ ტანკერი „კაიროსი“ ნაღმზე აფეთქდა და ის ახლა იძირება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთ ტანკერ „ვირატზეც“ რომელიც ასევე, შავ ზღვაში გადაადგილდებოდა. ორივე ტანკერი სანქცირებულ სიაში ფიგურირებს. „კაიროსი“ გამბიის დროშიც ქვეშ დაცურავდა.

















