აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს.
“როიტერი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია მოლაპარაკებებისას.
აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე აშშ-ს მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, ირანმა ისლამაბადში ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პირობად გაყინული აქტივების გათავისუფლება დაასახელა.


















