როინ ქოჩორაშვილი: “ივანიშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, კედელთან არის დაყენებული…

2012 წლის არჩევნებზე უარესი არჩევნები იქნება ხელისუფლებისთვის, წააგებენ ძალიან დიდი პროცენტით. შიდა ინფორმაციებიც მაქვს, რომ ყოველკვირეულად ისინი კვლევებს ატარებენ და მათი ამომრჩეველთა პროცენტი იწევს და იწევს“, – ამის შესახებ “პარტია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, როინ ქოჩორაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ქოჩორაშვილის თქმით, “ივანიშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, კედელთან არის დაყენებული… სამი კვირა დარჩა და საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ“.

ჯერ დაიწყეს რუსული კანონით, შემდეგ გადავიდნენ სარწმუნოებაზე, ვერც ამან იმუშავა. ერთი წლის განმავლობაში, რაც ამ ხალხმა თავისი საარჩევნო გზავნილები დაალაგა, ყველაფერი ჩაუვარდათ, მათს შორის, დედა – დედაა და მამა – მამაა. ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, როგორ იბრუნებენ? აგვიხსნან, ეს ხომ არ არის მდგომარეობა, რომელიც, ვიღაცამ კულუარებში გადაწყვიტოს, რაში სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, კონსტიტუცია ის დოკუმენტი არ არის, რომელსაც გრიფი უნდა დაადო და შეინახო, კონსტიტუცია ყველამ უნდა გადავშალოთ და წავიკითხოთ, რა და როგორ არის.

რის შეცვლას აპირებენ? მე ბევრი აზრი მაქვს, ამასთან დაკავშირებით, კარგი არა, რადგან რასაც ვუყურებ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდათ ავტოკრატიული რეჟიმი დაამყარონ ბოლომდე, მაგრამ ეშლებათ. ეს არ არის არც ბელორუსია და არც ყაზახეთი, ეს არის საქართველო, ქართველები იმიტომ გადავრჩით, ამდენი საუკუნის განმავლობაში, რომ ეს გენი გვაქვს ჩვენ.

ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი (ბიძინა), ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, კედელთან არის დაყენებული. სამი კვირა დარჩა, საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. თუ არ ჩაატარებენ უკეთესი იქნება, ჩვენთვის (ოპოზიციისთვის). პროგრამაც ვერ წარადგინეს, ხან – რა მოიმიზეზეს და ხან – რა, ეს ხალხი ქვეყნისთვის საშიში და არაადეკვატურია, “- განაცხადა ქოჩორაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე PACE-ის დეკლარაციაზე: მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ერთადერთი მეც და თუნდაც კოალიციის ამომრჩევლების უმეტესობას გაუხარდებოდა რომ არ გამორჩენოდათ იმის ხსენება, რომ გრძელდება ჩემი უკანონო პატიმრობაც