როგორია წალენჯიხა არაწალენჯიხელის თვალით – „ქოცური“ საქართველოს ევროპული ოაზისი

როგორია წალენჯიხა არაწალენჯიხელის თვალით – „ქოცური“ საქართველოს ევროპული ოაზისი.
“წელს, აღდგომას, სამეგრელოში შევხვდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში.
ილია ჭავჭავაძემ გადასარევად თქვა, სამეგრელოში ჩავედი და საქართველო ვნახეო. ჰოდა, მეც ვნახე სამეგრელოში საქართველო, თუმცა ამჯერად ყურადღებას სხვა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალზე გავამახვილებ – თბილისიდან ზუგდიდამდე რამდენიმე მუნიციპალიტეტის გავლა გიწევს.
შარშანდელი ზაფხულის მერე დასავლეთში პირველად ვიყავი. ჰოდა, გზაზე ევროკავშირის, მით უმეტეს, უკრაინის დროშისთვის თვალი არსად მომიკრავს… ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებიც ამაყად ფრიალებს, წალენჯიხაა, თან მხოლოდ ქალაქის ცენტრში კი არა, წალენჯიხის სოფლებშიც.
ზოგადად, წალენჯიხა სხვა მუნიციპალიტეტებსიგან რაღაცით განსხვავდება. ასე, სახელობითად ვერ ვიტყვი, ეს განსხვავებულობა რაში გამოიხატება, მაგრამ აქ ევროპულობა უფრო მძაფრად იგრძნობა და ეს ბუნებრივიცაა – წალენჯიხა მთელ საქართველოში ხომ ჯერ კიდევ ერთადერთი მუნიცილაიტეტია, რომელსაც პროევროპული ადგილობრივი ხელისუფლება ჰყავს.
მართალია, წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ადგილობრივებს არ ავიწყდებათ და საუბრისას ხაზგასმით ამბობენ, ეს გზა გია ხარჩილავამ დააგო, ის სკვერი გია ხარჩილავას ინიციატივით გაკეთდაო…
როცა ამას ისმენ, რაღაცანაირად გსიამოვნებს, რომ ქვეყანაში არის თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც რაღაც კეთდება, კეთდება, თან ევროპული სტანდარტით!
ამ მხრივ აღსანიშნავია იგივე იუვენტისის აკადემია, რომელზეც მხოლოდ წალენჯიხელები კი არა, იგივე ზუგდიდელებიც სიამაყთ ლაპარაკობენ.
არც ნიკო კვარაცხელიას ივიწყებენ – ეს კი არადა, სპეციალურად იმ ქუჩაზე გაგვატარეს, სადაც ნიკოს სახლია, გვითხრეს, ახლა აქ დედამისი ცხოვრობს,საწყალი ქალი, მაგრამ საწყლები ისინი არიან, ვინც ეს ანგელოზი ბიჭი მოკლეს, ამ ცოდვას ვერასოდეს ჩამოირეცხავენო…წალენჯიხის უახლესი ისტორია ნიკოს და გიას სახელთან ასოცირდება-ევროპაში წალენჯიხას ასე იცნობენ…
ისე, აწ გარდაცვლილი გია ხარჩილავას მადლიერები მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კი არა, „ქოცი“ ამომრჩევლებიც არიან და მას მადლიერად იხსენებენ. აი, ალბათ, სწორედ ამას ჰქვია, სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ…”

რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. არც მე დავაძალე… ამაყად დავბრუნდი სახლში….

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშითელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენში მცხოვრები კაცი და მისი 2 შვილი ტბაში დაიხრჩვნენ
შემდეგი სტატიაქართველი სპორტსმენები ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე –  საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია