როგორია პარტიების რეიტინგი – Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%.

კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის – გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%.

ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი – იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%.

 

1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის – ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

პარტიული რეიტინგები ქალაქებისა და სოფლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობ, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

 

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

banner
წინა სტატიაშიEdison Research: მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიაოპოზიციური კოალიცია თუ რამდენიმე გაერთიანება – ამომრჩევლის აზრი Edison Research-ის კვლევით