დღეს, შიმშილობის 33-ე დღის ათვლა დაიწყეს პარლამენტთან მოშიმშილეებმა – ცხრა მოქალაქე ამ დრომდე უარს ამბობს საკვების მიღებაზე, რადგან ამ დრომდე შეუსრულებელია მათი მთავარი მოთხოვნები – ჩატარდეს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები და ციხეებიდან გაუშვან პოლიტიკური და სინდისის პატიმრები.
მოშიმშილეების მდგომარეობა საყურადღებოა, ყველა მათგანი ახლა თავს სუსტად გრძობს, მაგრამ ამბობენ, რომ ვიდრე შეუძლიათ, იქნებიან პროტესტის ამ რეჟიმში.
გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, რამდენ ადამიანს არ უნდა ეს მიტაცებული ხელისუფლება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – სინდისის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნებსი ჩატარება. ერთი რამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მე ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ ვშიმშლობ აქ, მე ჩემი ქვეყნის და ჩვემი შვილების მომავლისთვის ვშიმშილობ. აი იმ ანწუხელიძის საქართველოსთვის ვშიმშილობ”, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
გუშინ რუსთაველზე მოშიმშილეებთან ერთად ღამე ახალგაზრდა აქტივისტებმაც გაათენეს. ისინი ამ წუთებშიც, პარლამენტის წინ იმყოფებიან.



















