საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით ოდნავ გამყარდა, ხოლო ევროსთან მცირედით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი — 2.6125 ლარი (მოქმედი კურსი — 2.6130 ლარი, დოლარის ოფიციალური ღირებულება 0.0005 ლარით შემცირდა);
1 ევრო — 3.0585 ლარი (მოქმედი კურსი — 3.0575 ლარი, ევროს ოფიციალური ღირებულება 0.0010 ლარით გაიზარდა).
ახალი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.














