როგორია ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ნაწილში?!

FOX NEWS-ის ინფორმაციით, ამერიკის კონგრესმა გადაწყვიტა, დაბლოკოს აშშ-ის ძირითადი ჯარების შემცირება ევროპასა და სამხრეთ კორეაში, როგორც 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ნაწილი.

მიღებული კანონპროექტი პენტაგონს შეუზღუდავს უფლებას, შეამციროს ცოცხალი ძალის რაოდენობა 76,000 ჯარისკაცზე ქვემოთ ევროპაში და 28,500-ზე ქვემოთ სამხრეთ კორეაში – უსაფრთხოების საკითხების დეტალური დასაბუთებისა და მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე.

მოსალოდნელია, რომ კანონმდებლობა ხელმოსაწერად საშობაოდ გადაეცემა ამერიკის პრეზიდენტს…

banner
წინა სტატიაში“ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინის ოკუპირებას განაგრძობს