28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია- ვიქტორ ყიფიანი

გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, “ჯერ საქართველოს” გუნდის ხედვით – ის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

„ეს არ ნიშნავს, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს ან რომ კონკრეტული საკითხები სათანადოდ არ უნდა იქნას გამოძიებული, უბრალოდ, უკეთეს მომავალს პოლიტიკური ვენდეტით ვერ მივიღებთ.

ეს პროცესი ქვეყნის შიგნით უნდა წარიმართოს და მთავარი არბიტრი უნდა იყოს ქართველი ერი. ამისთვის კი გვჭირდება ფართო სამოქალაქო თანხმობა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე და ერთობა სამართლიანი არჩევნებისთვის, რათა თავად ეს სამოქალაქო-პოლიტიკური ერთობა იქცეს ალტერნატივად“, – აცხადებს ყიფიანი.

banner
წინა სტატიაშიმღვდელი ექვთიმე სარალიძე: ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს
შემდეგი სტატიამარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე, ორი პირი დააკავეს