როგორი კოვიდპაციენტი იყო ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მასთან კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„პრინციპში, ჩემს შემთხვევაში დაავადება მარტივად მიმდინარეობდა. შესაბამისად, ისევ ძველი ენერგიითა და მეტი პოზიტივით ვუბრუნდები სამსახურს. არანაირი გართულება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და შევასრულოთ მისი ყველა მითითება. აუცილებელია მოძრაობა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და, რაც მთავარია, ვაქცინაცია. სწორედ ვაქცინაცია უზრუნველყოფს მსუბუქ მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები. ვაქცინა არ გვიცავს ინფიცირებისგან, მაგრამ გვიცავს გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. მე სახლში ვიყავი, მეც ვთვლიდი და ექიმებიც დამეთანხმნენ, რომ კლინიკაში გადასაყვანი არ ვიყავი. ვიცავდი ყველა პირობას, რაც უნდა დაიცვას კოვიდპაციენტმა. ალბათ ექიმები იტყვიან, რამდენად მორჩილი პაციენტი ვიყავი. ემოციურად ძალიან რთული იყო, ვინაიდან ინფიცირებამდე ზედმიწევნით ვიცავდი ყველა მითითებას, მაგრამ ერთხელ მოვხვდი ხალხმრავალ ადგილას, სადაც არ ვიყავი საკმარისად დაცული და სწორედ ამ ერთმა შემთხვევამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიატიკარაძე: რეგიონებში, სადაც დიდი აქტივობა შეინიშნებოდა, ბრიგადების დამატება მოხდა