როგორი კადრებით აპირებს ხარვეზების გამოსწორებას სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი?!

სამეგრელო- ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, გუბერნიის შენობაში  მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

„მე განვაცხადე ასეთი რამ, ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, იქნება ჩვენს გვერდით. ჩემი მოსვლისას ბატონმა კოდუამ დაწერა განცხადება და დავაკმაყოფილე, ასევე პრესსამსახურებმა, დანარჩენი, ვინც აქ მუშაობენ, დაკვირვების პროცესში არიან. დებულების თანახმად, მე მაქვს 60-დღიანი ვადა დაკომპლექტების და ამის მერე მოხდება დაკომპლექტება გუბერნიის ადმინისტრაციის. ახლა გავდივარ მათთან გასაუბრებებს, ვეცნობი, ვსწავლობ სტრუქტურას“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

თაიმერის კითხვაზე, თუ რა პრინციპით შეირჩა მისი მოადგილე, ყოფილი პოლიციელი ირაკლი ჯიქია და რამდენად არის ეს კადრი საინტერესო და აუცილებელი პოლიტიკისთვის, მოწერელიამ განაცხადა, რომ მოარულ ჭორებს ის არ ეყრდნობა:

„ჯიქიას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, მიღებული აქვს ჯილდოები, არის ანალიტიკოსი და არა უბრალოდ ოპერმუშაკი, რაც მნიშვნელოვანია დღეს, რადგან სწორედ ასეთი კადრებით უნდა შევძლოთ გამკლავება იმ ხარვეზების, რაც თვითმმართველობებში არსებობს“- განაცხადა მოწერელიამ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში“გაკეთდა შავი დედალივით” – გუგავა ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიავიეტნამელები ჯონ მაკკეინს პატივს მიაგებენ