როგორი იქნება პარკირების ახალი სისტემა – ენმ საკრებულოში მერიის სატრანსპორტო და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელებს იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში მერიის სატრანსპორტო და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელებს იბარებს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, მათ სურთ გაარკვიონ, გაძვირდება თუ არა მანქანის გაჩერება დედაქალაქის ქუჩებში, დაიყოფა თუ არა თბილისი ზონებად და როგორ გადაიხდიან მძღოლები პარკირების საფასურს.

დეპუტატებს კითხვები პარკირების სისტემასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კახი კალაძემ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა და ფუნქციები 10 აპრილიდან ტრანსპორტის სამსახურს გადააბარა. მივლენ თუ არა მერიის ხელმძღვანელი პირები ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე ამ დრომდე უცნობია.

„ჩვენ გვაინტერესებს მათ შორის, აპირებენ თუ არა ისინი გადასახადის გაძვირებას, ასევე ვინ შექმნის დამატებით საპარკინგე ინფრასტრუქტურას და ასევე აპირებენ თუ არა ისინი ზონირებას, მრიცხველებზე გადასვლას, რაც თავისთავად გულისხმობს პარკირების სისტემის გაძვირებას“- ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაში12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმე – სააპელაციო სასამართლო განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ურეკში – გარდაცვლილია ერთი მამაკაცი