9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

როგორი იქნება კომისიური ექსპერტიზის დასკვნის როლი ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეში?!

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის საქმის პროცესზე, მოსამართლემ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს დაუკმაყოფილა შუამდგომლობა და ახლადგამოვლენილი მტკიცებულების სახით, საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაურთო.

რას ამბობს კომისიური ექსპერტიზა? – სამედიცინო ექსპერტებმა გიგა ავალიანის სხეულზე მიყენებული დაზიანების კვალი კიდევ ერთხელ შეაფასეს. დასკვნაში წერია, რომ ის შუბლის არეში მძიმე, ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად დაიღუპა.

ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ და მოხდა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა.

“განვმარტავ, რომ აღნიშნული საქმიდან გამოყოფილი არის საქმე გამოძიების ფარგლებში და ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება, მტკიცებულების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება [ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით]. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს აქტიურად საგამოძიებო მოქმედებები, აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და შესაბამისად ხდება ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება,” – განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმეზე სასამართლო დღეს ექსპერტს დაკითხავს – რას ამბობს პროკურორი?!
შემდეგი სტატია“ძალიან ბევრი ნაღმია, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის” – სერგეი ლავროვი აშშ-ისა და ირანის ურთიერთობაზე