როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თავს – ივანიშვილი საპროტესტო აქციებზე საუბრობს

„როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თავს თბილისში,“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ივანიშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებს ძირითადად “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ესწრებიან.

„როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს 200 კაცს უყრიან თავს თბილისში და 200 კაცს დასავლეთში, ხალხის ხედავს ყველაფერს, ხალხი ბრძენია. აქციაზე ახლა თქვენი ხალხია, ძირითადად “რუსთავი 2”-ელები არიან,“- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად შეთავაზება გაუკეთა ყველა პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა”-თამარ კორძაია
შემდეგი სტატიათუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს – ბესელია