როგორი ცრურწმენები არსებობს გერმანიაში საახალწლოდ

გერმანიაში საახალწლოდ რამდენიმე რიტუალი არსებობს, რომელსაც თითქმის ყველა იცავს, მათ შორის, ახალგაზრდებიც, იმის მიუხედავად, მისი სჯერათ თუ არა. ზოგიერთი რიტუალი, რომელიც “თაიმერმა” შეაგროვა, ასეთია:

სანთლებით მკითხაობა

ეს გერმენელებისთვის 31 დეკემბერს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმეა – გამდნარ სანთელზე მკითხაობა. ამისთვის მაღაზიებში სპეციალური მოწყობილობებიც იყიდება, რომელიც დაახლოებით 2-3 ევრო ღირს (6-10 ლარი). სამკითხაო კოვზს, რომელზეც სანთელი დევს, ანთებული სანთლის ალზე იჭერენ, შემდეგ გამდნარ მასას ასხამენ წყალში, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს. ყველაზე კარგი “შედეგია” ვარდის ან ვარსკვლავის “დახატვა”, რომელიც სიყვარულისა და წარმატების სიმბოლოა.
პოლონეთში იგივე რიტუალს ატარებენ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, რომელსაც “ანჟეიკას” ეძახიან.

არ შეიძლება გარეცხვა

გერმანული თქმულებებით, საახალწლოდ მუშაობა არ შეიძლება. განსაკუთრებით “საშიშია” თეთრეულის გარეცხვა და მისი გაფენა. ითვლება, რომ ამ დღეს გარეცხილ თეთრეულში ბოროტი სულები იხლართებიან და წარმატებას არ უშვებენ პატრონამდე.

წარმატების სატყუარა

ახალ წელს ყველა ახალი იმედებით და წარმატების მოლოდინით ხვდება. იმისათვის, რომ პროცესი ნამდვილად “დაიწყოს”, გერმანიაში თილისმებს ყიდულობენ, რომელთაც ჭიამაიას, სამყურას ფოთლის, გოჭების ან ბუხრის მწმენდავების ფორმები აქვთ. დეკემბერში მათი ყიდვა ყველგან შეიძლება, მათ შორის, სუვენირების მაღაზიაში, საკონდიტროებში, ფაიფურის სახით.

მაგიდიდან საფულეში

წარმატების საახალწლოდ “მოტყუების” ერთ-ერთი ფორმაა სადღესასწაულო სუფრის კარპის ძვლის შენახვა. ის საფულეში უნდა შეინაცხოთ და მთელი წლის მანძილზე ატაროთ. რა უნდა უყოთ გასული წლის ძვალს, არ აზუსტებენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში უამინდობას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: დღეს მამას გარდაცვალების დღეა