როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, 20 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31° იქნება.

21 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3 – 5° – ით დაიკლებს. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 24 სექტემბრამდე. იქროლებს ძლიერი ქარი.

23 და 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +20, +25° – ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 სექტემბერს გამოიდარებს.

banner
წინა სტატიაში“კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე”
შემდეგი სტატია“გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის”