როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 28 ნოემბერი- 4 დეკემბერის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით 28 – 29 ნოემბერს ქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18°, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14° იქნება.

30 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

1 – 4 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +5, +10° იქნება.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიასპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა