როგორც ვატყობ, თქვენ გინდათ ამ სკამზე ბრძანდებოდეთ და დაბრძანდით-შოთაძე ბოკუჩავას

„მე როგორც ვატყობ, თქვენ გინდათ ამ სკამზე ბრძანდებოდეთ და დაბრძანდით“, – ასე მიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას.

თინა ბოკუჩავა იურიდიულ საკითხთა სხდომაზე იყო შესული და ფოტოებს არიგებდა.

„რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რომ იცოდეთ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც იბრძოლებენ სიმართლისთვის“, – უპასუხა თინა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა სხდომა, სადაც ირაკლი შოთაძისთვის უნდა მოესმინათ, ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ.

მათ დეპუტატებს სპეციალური ფოტოები დაურიგეს. ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტში უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბოხუამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“ენმ-ს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში”