საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს უარს რუსეთის სამხედრო დანაშაულებების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე. დეპუტატის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვაა.
“ის, რომ კონკრეტულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი რეზოლუციები და მსგავსი სანქციები… ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. მეტი რა ვთქვათ, რა თქმა უნდა არის რისკი უსაფრთხოების. მასე ვსაუბრობით 2-3 წლის წინ, რატომ არ ვუერთდებოდით ჩვენ სანქციებს, როგორ ვხსნიდით? – იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ-თქო და მემგონი ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო. იგივენაირად გპასუხობთ ახლაც, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს ამის, ჩვენ ვართ მოწოდებით სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ”, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
















