როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გააკეთებს თავის განცხადებას – თეა წულუკიანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან და ტომისის გადაცემიდან 10 დღე გავიდა, თუმცა საპატრიარქოც და ქვეყნის ხელისუფლებაც ამ დრომდე დუმს. არც ერთ ოფიციალურ პირს პარტნიორი სახელმწიფოსთვის ისტორიული წარმატება არ მიულოცავს.

საკითხთან დაკავშირებით,თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ერთიანად უნდა მიიღოს. შესაბამისად განცხადებაც უნდა იყოს საერთო და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის.

„მე ვფიქრობ, რომ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გააკეთებს თავის განცხადებას და მე არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებების გაკეთებას, ერთმა რიგითმა და მით უმეტეს იუსტიციის მინისტრმა უნდა დაასწროს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა. საქართველოს ეკლესიის წევრები ​წმინდა სინოდს მიმართავენ. პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს
შემდეგი სტატია“ერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, გახარიაც, გომელაურიც, ცქიტიშვილიც” – მმართველ გუნდში სუს-ში მიმდინარე საკადრო წმენდაზე საუბრობენ