როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა – გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს

“როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა, რომ გამოძიება დამთავრებული არ იყო და ისე მიაწება იარლიყი“ – ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა.

გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია კობა გვენეტაძის მოწოდება, რომ პოლიტიკოსებმა “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს საფინანსო სექტორს აზიანებს. ბოკერიას თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაფერი მოიმოქმედა, როდესაც პროკურატურამ ფულის გათეთრების კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება და ეს გაასაჯაროვა.

დაკავშირებული სურათი„მე მომესმა თუ თქვენ მოგვიწოდეთ პოლიტიკოსებს, რომ განცხადებებს ნუ გააკეთებთ, არ დააზიანოთ საბანკო სექტორი თუ თიბისიო. რა მაინტერესებს, პროკურატურამ რომ ბრიფინგები აწყო და გაავრცელა ინფორმაცია გათეთრება, ცრუ ინფორმაცია ჩემი აზრით, ეგ იყო თუ არა საზიანო და თქვენ, როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა, რომ გამოძიება დამთავრებული არ იყო და ისე მიაწება იარლიყი და მერე იზრუნა საჯაროობაზე უზარმაზარი და ივანიშვილის განცხადება, როცა კონკრეტულ პირებს დაესხა თავს და შეჭამეს საქართველო და საბანკო სექტორს, ამას როგორ აფასებთ?“ – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თიბისი ბანკის საქმის მსგავსი მაგალითი მოუყვანა, როდესაც ტრანზაქციები ურთიერთდაკავშირებულ პირების მიერ განხორციელდა, თუმცა, ამაში თიბისისგან განსხვავებით, კობა გვენეტაძემ დარღვევა არ დააფიქსირა.

„თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ ურთიერთდაკავშირებულ პირებთან ტრანზაქციები არის ზოგადად, პრობლემა. მინდა გითხრათ, ხელთ მაქვს მონაცემები, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, არა “თიბისი”-ზე, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას – როდესაც ამ ბანკმა გასცა მსხვილი სესხი, ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე და სესხი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო ამიტომ, 100 პროცენტით უნდა დარეზერვებულიყო, ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი, ვერ გადაიხადა ამ სუბიექტმა, ამიტომ, ამ მსხვილმა ბანკმა შექმნა ხელოვნურად შ.პ.ს. ამ შ.პ.ს.-ს მისცა თავისი ფული, ამ შ.პ.ს.-მ იყიდა პასივები ამ სუბიექტისგან, რომელიც ვერ იხდიდა, ცუდი ვალის პასივები იყიდა, მერე მენეჯმენტი, რომელსაც ასეთი ცუდი სესხი გასცა გამოძვრა მის დამფუძნებლებთან, დამალა ეს ამბავი, თქვენ ეს საქმე განიხილეთ და თიბისის საქმისგან განსხვავებით გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ, რას ნიშნავს ეს? ხომ იცით, რომელ შემთხვევაზე გეუბნებით. გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, მტკიცებულებებით, რა საქმეზე ვსაუბრობ, რატომ გაქვთ განსხვავებული დამოკიდებულება,“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი – როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას გულისხმობს
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე – ჩემი მოვალეობაა, მივიღო საჭირო,ზოგჯერ არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა