როგორც პრემიერი ამბობს, ჯიგრულ პონტშიც კი ვერ გეუბნებიან, რომ გიორგი ნუ გეშინია

„მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და მე ცოცხალი ვარ, ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან თავს დაცულად ვერ ვგრძნობ“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც მის მიმართ მუქარა გაჟღერდა და მას შემდეგაც, რაც სავარაუდოდ მისი მკვლელობის მომზადებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ხელისუფლების წარმომადგნლებს არავითარი მხარდაჭერა არ გამოუხატავთ.

„ვგრძნობ რომ მათი დამოკიდებულება ისეთია, ადამიანურ დონეზეც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ გიორგი გაბუნიას მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებენ, თუ ეს სიმართლეა. სამსახური და ადამიანური ურთიერთობები ორი სხვადასხვა რამ არის. შეიძლება სტუმრებთან, რომლებზეც ვაკეთებთ სიუჟეტებს, რომლებზეც ვაკეთებდი გადაცემას, ხისტი ურთერთობა მქონდეს ეკრანიდან და ხისტი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ვერც ერთი სტუმარი, რომელიც ჩემთან მოდიოდა სტუდიაში, ვერ იტყვის, რომ რაიმე ადამიანურ ცუდ განწყობას გრძნობდა ჩემგან. მე მესმის, რომ არ არის მათი არჩევანი უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ რაღაც განცხადებები, თქვან სინამდვილეში რას ფიქრობენ და რა იციან, მაგრამ ეს როგორ არ შეუძლიათ, რომ ადამიანურ დონეზეც კი გამოხატონ… როგორც მოქალაქესაც, თუნდაც როგორც პრემიერი ამბობს, ჯიგრულ პონტშიც კი ვერ გეუბნებიან, რომ გიორგი ნუ გეშინია, თუნდაც თქვან რომ „მაგარი ხელისუფლება ვართ და შენ ვერავინ ვერაფერს გიზამს“, არა, არ შეუძლიათ. შეგრძნება მაქვს, რომ მათი ქვეყნის, რომელსაც ისინი მართავენ, ამ ქვეყნის მოქალაქე მე არ ვარ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშვებულებს შორის არასრულწლოვანია
შემდეგი სტატიაფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის და საზღვაო სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს