არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში მათეს სახარების ეპიზოდს განიხილავს და პარალელს ავლებს:
“მოციქულებმა იესოს ჰკითხეს: რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ილია უნდა მოვიდესო?. იესომ მათ უპასუხა: ილია უკვე მოვიდა (მათ.17,10-13)”, – და ეს უთხრა იოანე წინასწარმეტყველზე. ამით ქრისტემ მოციქულებს გაუცოცხლა და უჩვენა ილია წინასწარმეტყველი, დაანახა მათ, რომ ილია, რომელზეც ლეგენდები სმენოდათ, იყო ისეთი, როგორიც ამჟამად მათ თვალწინ მყოფი იოანე ნათლისმცემელი იყო.
მოციქულებს იოანეს სახით შეეძლოთ ილია წინასწარმეტყველის სიდიადის დანახვა.
ასევეა დღესაც: როგორც ოცნებამ გაგვიცოცხლა ჩეკისტები და ორჯონიკიძეები, ასევე ჩვენ, მეპროტესტე და უდრეკი ქართველი ხალხი, ვაცოცხლებთ ჩვენს დიდ გმირებს: ილიას, აკაკის, ვაჟას, თევდორეს, ქეთევანს, კირიონს, ამბროსის, ზვიადს, მერაბს და სხვებს და სხვებს. ჩვენ მათნაირები ვართ და ისინიც ჩვენნაირები იყვნენ.
საქართველო ცოცხალია და იცოცხლებს მარად. ბრძოლა ბოლომდე!”, – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

















